logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა ბერძენ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
- +

14 თებერვალი. 2020. 22:16

 

 

საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლას პანაგიოტოპულოსის განხილვის მთავარი თემა იყო. საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბერძენ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.


მისი თქმით, სტრატეგიული მზადყოფნა, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლება და ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებისთვის ამზადებს. ეს პროცესი კი, საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას საჭიროებს.

 

ამ კონტექსტში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი ინიციატივაში საბერძნეთის ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა და კოლეგას პაკეტის განახლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებზეც იმსჯელეს.

 

 

big_banner
არქივი