logo_geo
ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობა“ გაღიზიანებულია, რადგან შოთაძემ სისტემური დანაშაულების ჩამდენი პირები პასუხისგებაში მისცა
- +

17 თებერვალი. 2020. 12:42

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და იმოქმედა კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად და პირებს, ვინც სისტემური დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიცემას იმსახურებდა, ბრალი წაუყენა.

 

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს ირაკლი შოთაძეს მოვუსმენთ. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პირველ რიგში, მოვისმინოთ კანდიდატის ხედვა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, შემდეგ კი კითხვების დასმის შესაძლებლობა საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს მიეცემათ.

 

რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, თქვენ იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და იმოქმედა კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად და პირებს, ვინც სისტემური დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიცემას იმსახურებდა, ბრალი წაუყენა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან. კომიტეტის სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი