logo_geo
გიორგი ვოლსკი: სისხლი დაღვარეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებარები არიან
- +

17 თებერვალი. 2020. 22:59

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის მიერ ქუჩაში დაგეგმილი პროცესები შეაფასა.

 

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბევრი ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, თითქოს „დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები“ არიან.

 

„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე. ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, თვითონ არ ჩაუდენიათ, მაგრამ სისხლი დაღვარეს, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებარები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი”, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი