logo_geo
პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დაამტკიცა
- +

18 თებერვალი. 2020. 16:10

 

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი).

 

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც.

 

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მეორედ - 6 წლით დაიკავებს. 

 

აღსანიშნავია, რომ შოთაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მომხდარა და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავიდა.

 

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ აღნიშნულ თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს შეარჩია. მას მხარი საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა.

 

ირაკლი შოთაძე სქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით იკავებდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

 

big_banner
არქივი