logo_geo
ირაკლი კობახიძე: ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი სასოწარკვეთილი დიასახლისები არიან
- +

18 თებერვალი. 2020. 21:26

 

 

“ელენე ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციას რუსეთის უკანასკნელი მოჰიკანები უწოდა.

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი კი სასოწარკვეთილი დიასახლისები არიან, რომლებსაც გუშინდელი დღის შემდეგ რაღაც უნდა მოეფიქრებინათ. ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი, მან განათლება რუსეთში მიიღო. ყველას კარგად ახსოვს რა სამსახური გაუწია “ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსეთს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის აჟღერებას გამოეხმაურა.

 

 

big_banner
არქივი