logo_geo
ეკატერინე ტიკარიძე პარლამენტს კომიტეტის ფორმატში 20 მარტს ეწვევა
- +

18 თებერვალი. 2020. 22:08

 

 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის კომიტეტის ფორმატში საკითხების განსახილველად 20 მარტს ეწვევა.

 

ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩვენ ვიცით სოცმუშაკების საკითხი. არსებობს კიდევ სხვა საკითხები, რომლებიც საინტერესოა მოვისმინოთ შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მხრიდან. ჩვენ გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე დავაყენეთ საკითხი და გავუგზავნეთ თხოვნა უწყების ხელმძღვანელეს, ეკატერინე ტიკარაძეს, რომ ესტუმროს პარლამენტს. ძირითადი განსახილველი საკითხი იყოს 520-ე დადგენილება და ასევე სოცმუშაკების გათავისუფლების საკითხი. ის პარლამენტს 20 მარტს ეწვევა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

big_banner
არქივი