logo_geo
კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის დრო იწურება
- +

19 თებერვალი. 2020. 13:35

 

ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს. კარლ ჰარცელი პოლარიზაციის განმუხტვის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ კანონმდებლობაში გააზრებული ცვლილებები რომ განხორციელდეს, საჭიროა, საერთო საფუძველი სწრაფად მოიძებნოს, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა იხურება.

 

როცა საუბარია გამოსავლის ძიებაზე საარჩევნო სისტემისა და რეფორმის შესახებ, ეს ყველა მხარისა და მომლაპარაკებლის საერთო ინტერესს უნდა წარმოადგენდეს.

 

სიტუაცია რთულია, თუმცა ვაკვირდებით მოვლენებს, თუ რისი გაკეთების შესაძლებლობა არსებობს. დრო იწურება მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებისთვის, ამიტომ საჭიროა მხარეებმა საერთო ენა გამონახონ. ჩვენ ორივე მხარესთან მოლაპარაკებებში ისევ ჩართული ვართ. დარწმუნებულები ვართ დიალოგი არის ის, რასაც შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია შეამციროს, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

big_banner
არქივი