logo_geo
რატი იონათამიშვილი: ოპოზიციას ვურჩევდი, სასესიო დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების ფაქტი საჯაროდ დაგმონ
- +

19 თებერვალი. 2020. 15:01

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციას ურჩევს, გუშინ სასესიო დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების ფაქტი საჯაროდ დაგმონ.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზი არა რომელიმე პარტიის, არამედ ქვეყნის ისტორიის ნაწილია.

 

ოპოზიციას ვურჩევდი, რომ გამოვიდეს და საჯაროდ დაგმოს გუშინდელი ფაქტი. მე პირადად, განსაკუთრებული გრძნობის გარეშე ამ დარბაზში ვერ შევდივარ. მე მათ ვურჩევდი, რომ გამოვიდნენ და დაგმონ, გაემიჯნონ ამ ამაზრზენ ფაქტს.

 

ის, რომ საზოგადოებას ექნება პროტესტი, ეს არის ბუნებრივი. რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, ეს არის მორალური და ზნეობრივი პასუხსმგებლობის საგანი. თუ ადამიანს არ შეუძლია ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, თუ მას არ შეუძლია აღიარება იმ შეცდომის და დანაშაულის, რაც დაუშვა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ამომრჩეველი გამოიტანს, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა რამდენიმე წუთით, საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებით შეაწყვეტინა.

 

 

big_banner
არქივი