logo_geo
ვანო მერაბიშვილი: ყველა შეკითხვაზე პასუხი იქნება გაცემული
- +

20 თებერვალი. 2020. 11:09

 

ექს-პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება.

 

იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პარტიას უკავშირდება მისი გეგმები, ვანო მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ მთლიან ოპოზიციასთან ერთად აპირებს ბრძოლას, თუმცა, პარტია დღეს არ დაუსახელებია. 

 

„ჩვენ, ყველანი გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. ქვეყანა წავა წინ.

 

გითხარით, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები, ხოლო, კონკრეტულად რა გეგემები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ კონკრეტულად, რომელ პარტიაში, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად შეგატყობინებთ,

 

ჩემი უახლოესი მეგობრები, მათ შორის თანაპარტიელები და თანამებრძოლები, ჩემდა სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან - როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში.

 

მე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, მათ აზრს გავეცნობი, გავიზიარებ და თუ საჭირო გახდება, მივიღებ გადაწყვეტილებას, როდესაც დასკვნებს გავაკეთებ“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა

 

ჟურნალისტებმა მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეების შესახებაც დაუსვეს შეკითხვა.

 

„კიდევ შეუძლიათ აღძრან ახალი საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს და ყველას გაძლევთ გარანტიას, გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი“. - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

 

ცნობისთის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს.

 

ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

 

 

big_banner
არქივი