logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი!
- +

20 თებერვალი. 2020. 15:58

 

 

„ის, რომ ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე იმ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს წლების განმავლობაში, დღეს კიდევ  ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, ღიმილის მომგვრელია“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ციხიდან გამოვიდა კრიმინალი, რომელიც მოქალაქეებს ახსოვთ როგორც დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი.

 

„არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, არც მოხდება. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ როგორც დანაშაული სისტემის ერთ-ერთი მთავარი  შემოქმედი, სისტემის რომელიც მან სააკაშვილთან და ბოკერიასთან  ერთად შექმნა. ის, რომ ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე იმ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც წლების განმავლობაში შექმნეს, მართავდნენ დანაშაულებრივი რეჟიმით, დღეს ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია. ის თავად არის დამხობილი და მე არ მინდა, დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი