logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: სახელწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას
- +

12 მარტი. 2017. 05:17


 

გიორგი კვირიკაშვილი: მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს და პატივი ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილ ბათუმში განვითარებულ მოლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვინც მზადაა ფეხქვეშ გათელოს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და მოქალაქეების უფლებები, სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ.


პრემირმა მოსახლეობას მოუწოდა, დაემორჩილოს კანონს და პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

 

„ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. შინაგან სამქეთა მინისტრი ჩემი დავალებით ჩავიდა ბათუმში. ასევე, ზურაბ პატარაძის მომართვის საფუძველზე, საკითხის შესწავლამდე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებული იქნება. აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნულ ძალები არ ერიდებიან ქვეყნის საძირკველის შერყევასაც კი. შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით, ამ ეტაპზე, მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება.

 

საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედებების მიმართ ცალსახად უარყოფითია. შესაბამისად, სახელწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და დაიცავს ჩვენი მოქალაქეეების უფლებას, იცხოვროს მშვიდ გარემოში.

 

ბოლოს, მინდა საგანგებოდ მივმართო ყველას, ვინც მზადაა ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები - ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს და პატივი ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი