logo_geo
გიორგი ვოლსკი: ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის
- +

24 თებერვალი. 2020. 18:41

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური ბრძოლა ან ცხელ ფაზაში გადასული დაპირისპირებები არის ის რეალობა, რაც მსოფლიოში შეიქმნა. ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის და ეს ფაქტია“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა  გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე საუბრობს ჩვენი დელეგაცია ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე სიის შესახებ და დეპუტატის თქმით, მხოლოდ ჩვენები აღარ საუბრობენ, ყველა ფორუმზე მათი სახელი ისმის.

 

„რუსეთის მიმართ დაწესებული ის მოთხოვნები, რაც მსოფლიოს აქვს, გასათვალისწინებელია.

 

ჩემთვის პრიორიტეტია ის, რასაც მსოფლიო ჩვენს დასაცავად რუსეთის მიმართ აკეთებს. სიაც არის გამოყენებული და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც სახეზეა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი