logo_geo
თეა წულუკიანი: დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია
- +

24 თებერვალი. 2020. 20:23

 

 

“ვფიქრობ, ბატონმა გიორგიმ, როდესაც თქვა, გაზაფხულს დაველოდოთო, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია,-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ამ კომენტარით თეა წულუკიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო ცვლილებები.

 

ამასთან, კითხვაზე, იქნება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო სიაში, წულუკიანი ამბობს, რომ ჯერ არ იცის, სად იქნება.

 

„დღეს მედია სივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე, რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხება. მე არ ვიცი, ეს არის სიმართლე. არ ვიცი, გაინტერესებთ თუ არა სიმართლე, ვიქნები თუ არა სიაში, სად ვიქნები, სამინისტროში, სახლში, თუ სად, არ ვიცი, ეს არის სიმართლე“ ,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

გუშინ, 23 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო ცვლილებები, უპასუხა, „დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა“.

 

 

big_banner
არქივი