საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მცხოვრები, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტი დღეს მოხდა.
ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.