logo_geo
ვლადიმირ პუტინი: ჩვენ არავისთან ომს არ ვაპირებთ და ისეთ სიტუაციას ვქმნით, რომ ჩვენთან ომი თავშიც კი არავის მოუვიდეს
- +

2 მარტი. 2020. 11:36

 

„რუსეთი არავისთან ომს არ აპირებს და ქმნის ისეთ სიტუაციას თავდაცვაში, რომ სხვა ქვეყნებმა გულშიც რომ არ გაივლონ მოსკოვთან შეიარაღებული კონფლიქტი“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ТАСС“-ის პროექტში „20 შეკითხვა ვლადიმირ პუტინს“ განაცხადა.

 

„ჩვენ არავისთან ვაპირებთ ომს, მაგრამ ვქმნით ისეთ სიტუაციას თავდაცვის სისტემაში, რომ ჩვენთან ომი თავშიც კი არავის მოუვიდეს“, - განაცხადა პუტინმა.

 

მისივე თქმით, პირველად ისტორიაში რუსეთმა შექმნა შეიარაღების ისეთი სისტემები, რომ სხვა ქვეყნები ცდილობენ, მას „დაეწიონ“.

 

„ეს უნიკალური სიტუაციაა, აქამდე ასე არასდროს ყოფილა“, - განაცხადა პუტინმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი