logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: მინდა მადლობა ვუთხრა პოლიციელებს ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის
- +

14 მარტი. 2017. 12:51


 


არავის უნდა შერჩეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ეფექტს ატარებდა და აუცილებლად უნდა დაისაჯოს, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.


„მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომელთა  მოზომილი, გონივრული, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავი აცილება და, მართლაც, ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მინდა მადლობა ვუთხრა პოლიციელებს ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის. მადლობას ვუხდი  სახელმწიფო მოხელეებს - აჭარის მთავრობას, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო პროცესებში. გამოძიება მიმდინარეობს, არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა.  გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება, მივა დასასრულამდე და აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა", - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.


 

big_banner
არქივი