logo_geo
კახა კალაძე: „გუგლი“ მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ
- +

15 მარტი. 2017. 20:49


 

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ეთნიკური დაპირისპირების მცდელობის პროვოცირების შესახებ მის ნათქვამზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ამ თემას კონკრეტულმა ადამიანებმა პირადი ინტერესებისთვის გაუკეთეს ტირაჟირება.


ბათუმის მოვლენების შეფასებისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „თათრის" ძახილი, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ვითომ ეთნიკური ელფერი მიეცათ დაგეგმილი კონფრონტაციისთვის, დაეპირისპირებინათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთთან კონფესიურობის ნიშნის მიხედვით.


ვეხმაურები ამ კონკრეტულ ფრაზას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა
ბათუმელები შეაწუხეს ეს რამდენიმე დღე ერთი და იგივეს ტრიალით და სიცრუის ტირაჟირებით. ძალიან კარგად ვიცი რამდენად სენსიტიური თემაა ეს თითოეული აჭარელისთვის.



1. ეთნიკური დაპირისპირების მცდელობის პროვოცირების შესახებ  ჩემი ნათქვამი იქნებოდა ჩვეულებრივი ფრაზა, რომ არა მცდელობა რამდენიმე გაკოტრებული პოლიტიკოსისგან და მათთან ასოცირებული ჟურნალისტებისგან ამ ფრაზისთვის თავისთვის სასურველი ინტერპრეტაცია მიეცათ.



2. ასე რომ მგონი ვინც ეს დღეებია ჩემი ამ ფრაზით ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს პირველ რიგში პასუხისმგებლები არიან აჭარის მოსახლეობის წინაშე.



3. კიდევ ერთხელ ავხსნი იმას რაც ვთქვი, ამჯერად წერილობით, იმ იმედით, რომ უფრო გასაგები იქნება მათთვის, ვინც ვერ გაიგო,- თათრის ძახილი, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ვითომ ეთნიკური ელფერი მიეცათ დაგეგმილი კონფრონტაციისთვის- დაეპირისპირებინათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთთან კუთხურობის, მეტიც კონფესიურობის ნიშნის მიხედვით ყველაზე საზიზღარი ფორმით- დამაკნინებელი წოდებითთათარი", რომელიც თავისთავად ცხადია ეთნიკურად თათრებს არ გულისხმობს, და ამის საფუძველზე ვიღაც ჟურნალისტის კონკრეტული პარტიული ინტერესის გამო აგორებულ კამპანიას აყვა ყველა ის, ვისაც თავის წარმოჩენის სურვილი გაუჩნდა. სამწუხაროა ხალხის ნერვებზე ასეთი ფორმით თამაში. თორემ პირადად ჩემს ნერვებს ცილისწამება და სიცრუე ვერც აქამდე აკლებდა რამეს, ვერც მომავალში გავახარებ მსურველებს.



4. და ბოლოს - ისევ და ისევ გუგლი მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ მგონი ყველასთვის გასაგებია ხომ რატომ აირჩა შეურაცხყოფისთვის და დაძაბულობის კერის შესაქმნელად სიტყვა თათარი?



სამწუხაროა -ის რაც მტერმა ვერ მოახერხა ბათუმში, თავისი პირადი ამბიციების და ინტერესების გამო გაატირაჟა რამდენიმე ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა. ცოტა ფრთხილად ბატონებო ქვეყნის მოსახლეობის გამოყენებისას ასეთ მტკივნეულ და საჩოთირო თემებში",- წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.


ტელეკომპანია "იმედის" ეთერში კახა კალაძემ განაცხადა, რომ "თუ გადავხედავთ გუშინდელ განცხადებებს, აშკარად გამოჩნდება ის პოლიტიკური ძალა, თუ ვის ინტერესში იყო მომხდარიყო დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე".



11-12 მარტის ღამეს, ბათუმში, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ, მოქალაქეების აქცია გაიმართა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს და მანქანები დაწვეს, მათ შორის სამართალდამცავი უწყების მფლობელობაში არსებული. აქციის დასაშლელად სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ბათუმის ქუჩებში უკონტროლო სიტუაცია დაახლოებით 8 საათვის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოო ჯამში, სამართალდამცველებმა მომიტინგეების უკონტროლო ქმედება აღკვეთეს და 40-მდე მოქალაქე დააკავეს. ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და ქალაქს 150 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.



 

big_banner
არქივი