logo_geo
პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
- +

7 აპრილი. 2020. 21:36

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.

 

ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

 

 

big_banner
არქივი