logo_geo
გიორგი გახარია: პიკს ველოდებით აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისისკენ
- +

9 აპრილი. 2020. 20:26

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებულ მგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონებში მომატებული ინფიცირების ფაქტების გამო, შესაძლოა, დამატებით გარკვეული სახის შეზღუდვები ამოქმედდეს.

 

ქვეყანაში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ და პიკს ზუსტად ჯერ ეპიდემიოლოგები ვერ აფასებენ, თუმცა ველოდებით აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისისკენ. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს ისეთი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის, ეკონომიკისთვის,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

big_banner
არქივი