logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი
- +

10 აპრილი. 2020. 22:59

 

 

„სწორედ ამ მიზნით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ კორონავირუსის გავრცელება, ჯარი გადავიყვანეთ ყაზარმულ რეჟიმზე ჯერ კიდევ 21 მარტს. მაქსიმალურად კონტროლდება გარეშე პირთა შესვლა და გასვლა,“- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა.

 

მინისტრის ინფორმაციით, ჯარის 1/3 მუშაობს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. „შემდეგ მათ ჩაენაცვლებიან. ასევე ჯარის ნაწილი გვყავს გაშვებული დისტანციურზე. ყველა რეზერვი გვაქვს გათვლილი,,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი