logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე ცუდი სცენარის გეგმებიც გაწერილი გვაქვს
- +

10 აპრილი. 2020. 23:48

 

 

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პოსტ ტვ“-ს ეთერში შესაძლო გართულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას ყველაზე ცუდი სცენარის გეგმებიც გაწერილი გვაქვს.

 

 

„სამინისტროში და ზოგადად ყველგან, ყოველთვის ვამბობთ, ვინაიდან ჩვენ ვართ პასუხისმგებელი უწყება ქვეყნის თავდაცვაზე და უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობაზე, ყოველთვის წინ უნდა ვიხედებოდეთ. 1-2 ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ მოვლენებთან მიმართებაში.

აქედან გამომდინარე იყო ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით გატარდა სამინისტროში.

ყველაზე ცუდი სცენარის სხვადასხვანაირი გეგმა გაწერილი და მზად გვაქვს“, – აცხადებს მინისტრი.

 

 

big_banner
არქივი