logo_geo
გიორგი გახარია: მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს
- +

12 აპრილი. 2020. 02:02

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღდგომას ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავენ.

 

დღეს კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავენ.

 

მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს – ქართველ კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.

 

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ საყოველთაო განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ ერთიანი ძალისხმევით. #დარჩითსახლში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

 

big_banner
არქივი