logo_geo
კახა კუჭავა: ფრანგული სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ პრაგმატული და საკმაოდ გონივრული პოლიტიკა განხორციელდა
- +

13 აპრილი. 2020. 02:17

 

 

“პროევროპულ მთავრობებს სჭირდებათ გვერდში დგომა - ეს არის ის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ ფრანგული გამოცემა Atlantico-ს ერთ-ერთ სტატიაში, სადაც პირდაპირ არის მითითება და მოწოდება ევროკავშირისადმი, რომ თავიანთი გონივრული სამეზობლო პოლიტიკა და აღებული ვალდებულებები შეასრულონ და გვერდში დაუდგენენ იმ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებენ,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ფრანგულ გამოცემა Atlantico-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას. მასში ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევებზეა საუბარი.

 

 

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამოცემის მიერ საქართველო მოყვანილია წარმატებული ქვეყნის ერთ-ერთ მაგალითად, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ფრონტზე დიდ წარმატებებს მიაღწია. ეს ეხება ეკონომიკურ თავისუფლებას, კორუფციასთან ბრძოლას, ინვესტიციებსა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.

 

 

კუჭავას თქმით, ორ სხვადასხვა კვლევაში, რომელიც მოყვანილია ანტიკორუფციულ ნაწილში, საუბარია ამ წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგზე. საქართველო წარმოჩენილია ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიც არის პოლონეთი, ჩეხეთი და, ამავდროულად, ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს.

 

 

„რა თქმა უნდა, ხაზგასმულია ის მიღწევები, რომელიც ქვეყანასასევე ეკონომიკური ზრდის კუთხით აქვს. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული იყო პრაგმატული და საკმაოდ გონივრული პოლიტიკა, რომელმაც მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, „ვიზა-ფრი“ რეჟიმამდე, რომელმაც ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების საშუალება მოგვცა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ის ბრწყინვალე გზავნილი ჩემი აზრით, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოგვცემს საშუალებას საკმაოდ ახლო მომავალში ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობაზე და თანამშრომლობაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი