logo_geo
საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის
- +

13 აპრილი. 2020. 21:39

 

 

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის.

 

შესაბამისი ინფორმაცია მსოფლიო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე სპეციალურ ანგარიშშია მოცემული. როგორც ფონდის ანგარიშშია ნათქვამია, კომპენსაციას იმ მოქალაქეებს გადაუხდიან, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და კორონავირუსის პანდემიის გამო, მათი დასაქმების ადგილები დაიხურა. ფონდის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს იმ ბიზნესებსაც, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ.

 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა 9 ძირითად საკვებ პროდუქტის მარაგებს შექმნის, რომლის ფასის სუბსიდირებასაც ახდენს. ფონდის ინფორმაციით ჯამურად მთავრობა 50 მილიონი ლარის ბრინჯს, მაკარონს, მზესუმზირის ზეთს, ხორბალს, შაქარს, რძის ფხვნილს, ფქვილს, ლობიოსა და წიწიბურას შეიძენს.

 

 

 

big_banner
არქივი