logo_geo
მაია ცქიტიშვილი: დამატებითი საკარანტინო ზომები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად მიიღება
- +

15 აპრილი. 2020. 02:53

 

 

 

ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ვიღებთ, რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების დინამიკას ეყრდნობა და ჩვენი ქმედებები, რომელიც არის თანმიმდევრული და პრევენციაზე ორიენტირებული, ეხმიანება დღეს არსებულ გამოწვევებს“-. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ქვეყნის მასშტაბით კარანტინის შესაძლო გამოცხადების შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე 4 ქალაქთან დაკავშირებით გამოცხადებული შეზღუდვის გარდა, დამატებითი საკარანტინო ზომების მიღება არ განიხილება, თუმცა შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობა შექმნილი ვითარების მიხედვით მიიღებს.

 

დღეის მდგომარეობით ჩვენს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, დაწესებულია შეზღუდვა 4 ქალაქთან დაკავშირებით და დამატებითი საკარანტინო ზომების მიღება ამ ეტაპზე არ განიხილება. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ რაოდენობის ზრდა იქნება ბევრად უფრო სწრაფი ან თუ ვითარება დამძიმდება, არ გამოვრიცხავთ, რომ საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

ვიცე-პრემიერის თქმით, დამატებითი შეზღუდვების მიღება მხოლოდ მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განიხილება.

 

რა თქმა უნდა, თუ დამატებითი საკარანტინო შეზღუდვები იქნება საჭირო, ბუნებრივია, ამ შეზღუდვების დაწესებას ჩვენივე მოალაქეების ინტერესიდან გამომდინარე არ მოვერიდებით, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ დავიცვათ მოქალაქეები, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

big_banner
არქივი