logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: თუ წესებს არ დავიცავთ, 9 მაისისთვის ვვარაუდობთ, რომ გვეყოლება 2000 „კოვიდ“ პაციენტი
- +

15 აპრილი. 2020. 21:20

 

 

ეს მატება იქნება ბევრად უფრო მაღალი პროგრესიის, თუ ჩვენ ამ წესებს არ დავიცავთ და ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე 9 მაისისთვის ვვარაუდობთ, რომ გვეყოლება 2000 დადასტურებული „კოვიდ“ პაციენტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მაესტროს" ეთერში განაცხადა.

 

"რა თქმა უნდა, ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს და აქედან გამომდინარე ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ იქნება, რომ ძალიან გთხოვთ დარჩით სახლში და დაიცავით ყველა ის მითითება, რომელსაც ჩვენ ასე ძალიან გთხოვთ უკვე ორი თვეა და დღეს უკვე მოგიწოდებთ და ვთვლი, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე ვალდებული არის შეასრულოს ეს ღონისძიებები, რომელიც არის მითითებული და ახსნილი ჩვენი სპეციალისტების მხრიდან“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

big_banner
არქივი