logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: შესაძლო ინფიცირების არეალში 5 ათასამდე მოქალაქე ფიქსირდება
- +

16 აპრილი. 2020. 21:36

 

 

თუ არ დავიცავით მთავარი წესები, შესაძლოა ეს რთული ვითარება კატასტროფული შედეგით დასრულდეს“,-ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა.

 

მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ვირუსმა კიდევ უფრო ნეგატიური ხასიათი მიიღო და ინტენსიური ზრდის ტემპი გამოიკვეთა.

 

არ ვცდილობ რომ შეგაშინოთ, მაგრამ მაქვს მეტი ინფორმაცია, მაქვს ყველა სცენარის შესაძლო განვითარების ვარიანტი წარმოდგენილი, რის მიხედვითაც ჩვენ განვიხილავთ სამოქმედო სტრატეგიულ გეგმას. ამჯერად ჩვენ მსუბუქი სცენარის მიხედვით მივდივართ. გვაქვს მძიმე სცენარიც და ასევე კიდევ სხვა სცენარი და ამის მოსმენა ნამდვილად არ გესიამოვნებათ. თუ წესებს არ დავიცავთ შესაძლოა უმძიმესი სცენარი ვიხილოთ“,-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

შესაძლო ინფიცირების არეალში 5000 მდე მოქალაქე ფიქსირდება.

 

ვსაუბრობ იმ რაოდენობაზე, რომელიც ეპიდემიოლოგიური კონტროლით ფიქსირდება. დაინფიცირების რაოდენობის ზრდას, მითუმეტეს კრიზისულ პერიოდში ვერ ავიცილებთ, მაგრამ ამ პიკის მთავარი ნაწილია გავწელოთ პროცესი, რომ არ მივიღოთ ნახტომისებური ზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სექტორმა, მიუხედავად იმისა რომ მაქსიმალურად მოვემზადეთ იმ რესურსით რაც გაგვაჩნია, შესაძლოა ვერ გაუძლოს პაციენტების მოდინებას. თუ მივიღეთ ჭარბი რაოდენობა პაციენტებისა, იქნება კატასტროფული შედეგის დასაწყისი.

 

გავუფრთხილდეთ ექიმების შრომას, ვინაიდან ისინი ეპიდემიოლოგიურად აქტიურ ზონაში მუშაობენ.

 

ჩვენ არ ვართ ბევრი სამწუხაროდ. არ გვაქვს უფლება არ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. ცოტა ვართ და თუ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს კიდევ უფრო ცოტა დავრჩებით“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი