logo_geo
გიგა ბუკია: ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ვანდალურ ქმედებებში, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება
- +

16 მარტი. 2017. 21:35


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგა ბუკიას თქმით, 12 მარტს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქცია დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. დეპუტატი ბათუმის მოვლენებსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებულ კავშირზე საუბრობს. მისივე თქმით, ბათუმში მიმდინარე საპროტექსო აქციის დროს ხელისუფლებამ ადეკვატურად იმოქმედა. „ნაციონალურ მოძრაობა" კი ცდილობს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულოს. 

პროტესტი, რომელიც სახეზე იყო, გადაიზარდა ორგანიზებულ ვანდალიზმში, ეს იყო მიმართული დესტაბილიზაციისკენ. ამ ყველაფერს ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდაჭერა გამოუცხადა ღიად, აქედან გამომდინარე, კავშირი ნაციონალურ მოძრაობასა" და ამ პროცესებს შორის არის აშკარა. ვინ უწევდა ორგანიზებას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, აღძრულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ვინც დაგეგმა და მიიღო მონაწილეობა ამ ვანდალურ ქმედებებში, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი", -განაცხადა გიგა ბუკიამ „პირველთან" საუბარში. 



 

big_banner
არქივი