logo_geo
პრეზიდენტი: განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმის და „კომენდანტის საათის“ გამო, შესაძლოა, აღდგომას ვერ შევხვდეთ სრულყოფილად
- +

18 აპრილი. 2020. 02:18

 

 

ძალიან კარგად მესმის და მერწმუნეთ, მე პირადად, არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმისა და "კომენდანტის საათის" გამო შესაძლოა, აღდგომას ვერ შევხვდეთ ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას განაცხადა.

 

პრეზიდენტმა ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

 

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა ასევე დაიცვეს კანონი, თავიანთი დიდი დღესასწაულების აღნიშვნის დროს, ამისთვის მინდა მადლობა მოვახსენო მათ. მე, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის გარანტს, კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც, ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით. როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის. ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. დამერწმუნეთ, რაც არ უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს. შინ დარჩენილებიც, საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით. ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობას და სოლიდარობას. უნდა ვიცოდეთ, რომ ერთიანობა და სოლიდარობა ჩვენი გადარჩენის იარაღი იქნება არამხოლოდ დღეს, დაავადებასთან ბრძოლაში, არამედ ხვალაც, როცა დადგება ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დრო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კანონი იკანონებს და როგორც აქამდე, სამაგალითოდ დავძლიეთ პირველი კრიზისული ეტაპი, ხვალინდელ მძიმე დღეებსაც გავუმკლავდებით.

 

ვიცით, რომ გველის 2, 3 თუ არა მეტი უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, სახლში თქვენი დარჩენა, დარჩით სახლში“, - განაცხადა

 

 

big_banner
არქივი