logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ერთი რამ კარგად უნდა გვესმოდეს, პიკი გარდაუვალია!
- +

18 აპრილი. 2020. 02:21

 

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტი მხარს უჭერს ქვეყანაში არსებულ ყველა შეზღუდვას და მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.

 

თუ დაწვრილებით არ ვიცით და ვერ გავთვლით, როდის იქნება ეს პიკი ერთი რამ მაინც კარგად უნდა გვესმოდეს, ის რომ პიკი გარდაუვალია. ისევე როგორც უნდა გვესმოდეს, რომ ეს დაავადება ყველას შეიძლება შეეხოს. ამიტომ, ისევე როგორც პირველ ეტაპზე მთავრობამ მოახდინა დროული და ეფექტიანი რეაგირება, რამაც ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ქვეყნების რიგში ჩააყენა, დღესაც, ამ კრიტიკულ მომენტში სიტუაციის უფრო დამძიმებამდე იღებს აუცილებელ ზომებს და როგორც იცით ამ დღეებში მომმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.მე პრემიერთან ერთად ხელი მოვაწერე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.... მერწმუნეთ, მე პირადად არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რიმ საგანგებო მდგომარეობის გამო შეიძლება ვერ შევხვდეთ აღდგომას ისე, როგორც რწმენა მოითხოვს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი