logo_geo
თბილისის მერმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
- +

19 აპრილი. 2020. 01:11

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახთან ერთად მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტე აღდგა! გილოცავთ! 

 

მინდა თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ გულისხმიერებისათვის, იმ მოთხოვნების გათვალისწინებისათვის, რაზეც ჩვენ გვიწევს საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პრინციპულად მნიშნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენთვის, ერთმანეთისთვის , რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს  და დავიცვათ ერთმანეთი ამ რთულ და მძიმე ვითარებაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 თბილისის მერმა კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტის ოჯახს მიუსამძიმრა და მოსახლეობას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

„ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში თუ რამდენად რთული სიტუაციაა. სამწუხაროდ დღეს მეოთხე გარდაცვლილი გვყავს. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს , ახლობლებს და კიდევ ერთხელ გთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ერთმანეთის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ და შევასრულებთ იმ მოთხოვნებს, რომელზეც ვსაუბრობთ,  ძალიან მალე  გამარჯვებულები გამოვალთ ამ რთული და მძიმე ვითარებიდან და ყველაზე მთავარი, ნაკლები დანაკარგით. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მთელი გულით , მთელი ჩემი ოჯახის სახელით მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.  ქრისტე აღდგა! გილოცავთ ყველას დიდი სიყვარულით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი