logo_geo
ირაკლი ჩიქოვანი: რომ არა ასეთი თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა COVID 19 ინფიცირების ასეთი დაბალი ციფრი
- +

21 აპრილი. 2020. 22:44

 

 

 

 არავის უხარია ამ აკრძალვების დაწესებაკარგად გვესმისრომ ეს არის დიდი ეფექტის მქონე ჩვენს ეკონომიკაზემაგრამ იმასაც კარგად ვხვდებითრომ თუ ჩვენ ეს გადაწყვეტილებები არ მივიღეთ დღესთუ ამ გადაწყვეტილებებით არ გავუსწარით მოვლენებსჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკის უკან დაბრუნებას იმ პოზიტიურ რელსებზერომელზეც აქამდე იყორა თქმა უნდამე მესმის ის დიდი და მნიშვნელოვანი დისკომფორტი და პრობლემებირომელიც შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამის შემსუბუქებასთუმცა მეორეს მხრივამ ფონზეჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ პოლიტიკური სუბიექტების სპეკულაციებირომელიც ემსახურება სხვა არაფერსგარდა იმისარომ რამდენიმე ათეული პროცენტით მოიმატონ არჩევნებზე ხმა და ხალხის უკმაყოფილებაზე და ამ პრობლემაზე შეეცადონ კაპიტალიზაციას, “- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. 

 

 

მისი თქმით, ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს მოქმედებს, არის იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის გავრცელება.

 

 

"დღეს რეალურად საქმე გვაქვს მსოფლიო პანდემიასთან და ყველა კარგად ვხვდებითრომ ასეთი თანმიმდევრული გადაწყვეტილებები რომ არადღეს ჩვენ არ გვექნებოდა ასეთი დაბალი ციფრი COVID19 ინფიცირების თვალსაზრისითძალიან სამწუხაროარომ ოთხი ლეტალური შემთხვევა გვაქვსმაგრამრომ არა ესჩვენ გაცილებით სავალალო შედეგები გვექნებოდასწორედ ამიტომვცდილობთ ჩვენრომ თავის დროზე მივიღოთ სწრაფი და დროული გადაწყვეტილებებირამაც უნდა შეაჩეროს COVID 19-ის გავრცელება. იმ ადამიანებსრომლებიც ამ თემით სპეკულირებენმოჰყავთ ევროპული სახელმწიფოს მაგალითიიმის შესახებრომ გარკვეული შეზღუდვები უკვე იხსნება რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში - დიახეს იხსნება მას შემდეგ რაც მათ გადაიარეს პიკისაქართველოს ეს პიკი გადავლილი არ აქვს და გვაქვს მოლოდინირომ პიკური ვითარება გვექნება და COVID 19-ის გავრცელება პიკს ორი-სამი კვირის განმავლობაში მიაღწევსსწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრეზიდენტმა გამოსცა აღნიშნული გადაწყვეტილება და ამის თაობაზე პარლამენტი უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. 

 

 

ისევეროგორც ყველა გადაწყვეტილებაეს გადაწყვეტილებაც დაყრდნობილია იმ რეალობაზერომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში და იმ რეკომენდაციებზერომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი ჯანდაცვის ექსპერტებისგან და სპეციალისტებისგანრომელთაც უზარმაზარი გამოცდილება აქვთ ეპიდემიებთან ბრძოლის თვალსაზრისითჩვენ ვიმედოვნებთრომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო შევუშლით ხელს COVID 19-ის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

big_banner
არქივი