logo_geo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია დაიმალა, როცა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა covid19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 მლნ ლარი ჩარიცხა
- +

23 აპრილი. 2020. 01:06

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე ტვ „იმედის“ ეთერში  ოპოზიციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა.

 

ძალიან თანამედროვე ტრენდების წარმომადგენლებად რომ მიიჩნევენ თავს, ასეთი ხალხი იყო გუშინ ისტერიკაში ჩავარდნილი „ტიკტოკის“ ერთი უწყინარი ვიდეოს გამო. ლამისაა გაღიმება აღარ შეარჩინონ პოლიტიკოსს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში დილიდან საღამომდე სხვადასხვა სახის შეხვედრებშია ჩართული და ამავდროულად, ამ  შეხვედრებს ხელმძღვანელობს.

 

 

 

ვიდრე გუშინ  ეს ვიდეო დაიდებოდა, გეტყვით დილიდან სად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი.   დილის 10 საათიდან ჯერ პირველი სამსაათიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  პარტიის ყველა ლიდერი,   მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები, ქალაქის მერი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი   ესწრებოდა და რომელზეც განიხილებოდა სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ის საკითხები, რომელზეც გადაწყვეტილებები მიიღება, ასევე კონსულტაციები გვქონდა ანტიკრიზისული გეგმასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ  მან კიდევ 3 თუ 4 შეხვედრა გამართა. ბიძინა ივანიშვილი საღამოს 7 საათამდე შეუსვენებლად მონაწილეობდა ამ შეხვედრებში და ხელმძღვანელობდა მას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

მისი თქმით, საზოგადოებამ, მათ შორის,  ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს იმის განსაკუთრებული აფიშირება, რომ  მუშაობს და ჩართულია მიმდინარე  პროცესებში.

 

ოპოზიცია დაიმალა, როცა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ovid19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის  ფონდში 100 მლნ ჩარიცხა. მხოლოდ  ზოგიერთები გამოჩნდნენ და საერთოდ სისულელეები ილაპარაკეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომ 100 მლნ-ის ჩარიცხვაზე იმალები და ქრები“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

 

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით,  ოპოზიცია არც იმ საკითხთან დაკავშირებით  გამოჩენილა დღეს, როცა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ სპეციალური  საგრანტო ფონდი შეიქმნა. „ფონდი დააფინანსებს ისეთ სტუდენტებს, რომელთაც  არ ექნებათ მატერიალური საშუალება, ასევე ვინც წარჩინებულები იქნებიან და ა.შ.  ამაზე  გაამახვილეს ყურადღება, „ტიკტოკზე“ რომ გამოვარდნენ  და ისტერიკაში ჩაცვივდნენ?“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​

 

 

big_banner
არქივი