logo_geo
ემზარ კვიციანი: ომბუდსმენი მხოლოდ მაშინ რეაგირებს, თუ საქმე „ელგებეტეებს“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება
- +

17 მარტი. 2017. 14:01


 

„სახალხო დამცველის მუშაობა არის არაეფექტური, მისთვის მთავრია, „ნაციონალური მოძრაობა" არ დაიჩაგროს", - ამის შესახებ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა.


კვიციანი უჩა ნანუაშვილს მიკერძოებულ ომბუდსმენს უწოდებს და მას „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა პოლიტიკური ძალების პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.


„სულ არ აინტერესებს სახალხო დამცველს, რა შეემთხვა „პატრიოტთა ალიანსს", ის არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" და „ელგებეტე" პირების სახალხო დამცველი.

 

ომბუდსმენი მხოლოდ მაშინ რეაგირებს, თუ საქმე „ელგებეტეებს" ან „ნაციონალურ მოძრაობას" ეხება", - განაცხადა ემზარ კვიციანმა „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.




 

big_banner
არქივი