logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე
- +

24 აპრილი. 2020. 19:50

 

 

ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით,  ამ თანამშრომლობით მოვიგეთ დრო კოვიდ ინფექციის შეკავების პროცესში და გამოვიყენეთ სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმისა და ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმის მოსამზადებლად - ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც ჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.

 

 

არჩილ თალაკვაძემ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არსებულ კარგ კოორდინაციაზე გაამახვილა ყურადღება და გეგმის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.

 

 

პრემიერმინისტრმა წარადგინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ასევე წარადგინა ეკონომიკური აქტივობების აღდგენის გეგმა.  მართლაც აღსანიშნავია, რომ იყო კარგი კოორდინაცია და კარგი თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის საერთო ამოცანების გარშემო. ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით, ამ თანამშრომლობით ჩვენ მოვიგეთ დრო კოვიდ ინფექციის შეკავების პროცესში და ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოგვემზადებინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმა და ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმა. ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც ჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საზოგადოებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, ჩვენს პარტნიორებს სწორედ საერთო ძალისხმევით მოხერხდა ამ ნაბიჯების გადადგმა და ამ გეგმის შემუშავება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

 

 

big_banner
არქივი