logo_geo
ბექა ლილუაშვილი: სახელმწიფო სუბსიდია ბიზნესს აძლევს საშუალებას, რომ ადამიანები სამსახურიდან არ გაუშვას
- +

25 აპრილი. 2020. 23:16

 

 

 

ბიზნესისთვის საშემოსავლო გადასახადში შეღავათის გაკეთება თითოეულ დასაქმებულთან დაკავშირებით ყოველთვიურ ხარჯს მაქსიმალურად შეამცირებს და კომპანიებს საშუალებას მისცემს ადამიანებს   სამსახური შეუნარჩუნონ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 მისივე თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

 

 

ესაა საშემოსავლო გადასახადში შეღავათის ღონისძიება, რაც გულისხმობს რომ ყველა დასაქმებული, დღეის მდგომარეობით, ვინც 750 ლარამდე იღებს ხელფასს ბიზნესისგან, გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ეს ერთის მხრივ ბიზნესისთვის ნიშნავს სრულიად განულებას სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებისა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და არა მარტო 750 ლარიანი ხელფასის მქონე პირები, არამედ ისინი, ვინც 1500 ლარამდე ხელფასს იღებენ, მათაც შეეხებათ მსგავსი  შეღავათი და საშემოსავლო გადასახადიდან გადახდის ვალდებულება იქნება 150 ლარით ნაკლები ბიზნესისთვის. სწორედ, ეს არის ის, რაც ბიზნესის გავლით სარგებელს აძლევს კონკრეტულად დასაქმებულებს და ბიზნესს აძლევს საშუალებას, რომ ადამიანები სამსახურში დატოვოს და არ გაუშვას,“- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

big_banner
არქივი