logo_geo
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი მიზანი არის ის, რომ და მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ COVID19-ის გავრცელებას
- +

28 აპრილი. 2020. 02:07

 

 

„თავის დროზე იყო დაწყებული შეზღუდვები, ჩვენ თავიდანვე შევზღუდეთ სხვადსხვა ბიზნესსუბიექტების თუ საჯარო სექტორის სუბიექტების ოპერირება, მაგრამ ქალაქში მაინც მაღალი მობილობა იყო,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვების მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მობილობა და COVID 19-ის გავრცელება. 

 

ჩვენ, თავიდანვე შევზღუდეთ სხვადსხვა მაღაზიების ფუნქციონირება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და ასევე, აფთიაქებისა, მაგრამ მაინც ვხედავდით, რომ იყო მაღალი მობილობაყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, განსხვავებული ღონისძიებები, მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით ძალიან განსხვავებულ ვითარებაში, რომლის მსგავსიც არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ ყოფილა. მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ მობილობა და მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ COVID19-ის გავრცელებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

big_banner
არქივი