logo_geo
გოგა ხაინდრავა: სააკაშვილს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე რაზე მსჯავრი აქვს დადებული უკვე
- +

20 მაისი. 2020. 02:38

 

 

გოგა ხაინდრავა საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, კიევის შიდა საქმეებში ჩარევად არ მიიჩნევს. ამის შესახებ რეჟისორმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

ჩვენ ვეხებით საკითხს, რომელიც ეხება უშუალოდ საქართველოს. ეს არის ადამიანი, რომელიც ძებნილია, ძებნილია ძალიან მძიმე დანაშაულებზე. დანაშაულებზე, რომლებიც საკუთარი ერის წინაშეა ჩადენილი და რომლის გამოძიება კიდევ წინ არის. ამ კოჰაბიტაციის პროცესმა, რომელიც ამ ფსევდო-ლიბერალურმა ძალამ მოგვახვია მსოფლიოს და რომელმაც კატასტროფაში ჩააგდო მსოფლიო, მაგან განაპირობა, თორემ სააკაშვილს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე რაზე მსჯავრი აქვს დადებული უკვე. ამიტომ ეს დროც მოვა აუცილებლად.

 

ჩვენი ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ხალხების ერთობა და, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე სახელმწიფოებრივი ერთობა და პოლიტიკური წრეების ერთობა. იმიტომ რომ ერთია ამოცანები დგას ჩვენს წინაშე“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

 

26 აპრილს გოგა ხაინდრავამ უკრაინის პრეზიდენტს წერილით მიმართა.

 

 

big_banner
არქივი