logo_geo
დავით ზალკალიანი: მინდა დავიჯერო, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება არასწორად ინტერპრეტირებული იყო
- +

23 მაისი. 2020. 21:37

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრი წუხს, თუ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა მართლაც გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც დღეს მედიაში გავრცელდა. დავით ზალკალიანს სურს დაიჯეროს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება მედიაში იყო არასწორად ინტერპრეტირებული.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას ასევე სურს დაჯეროს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოხატული წუხილი გულწრფელია.

 

მსგავსი გამონათქვამები მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ არ უნდა კეთდებოდეს. ჩვენ, როგორც მეზობელი, დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს სამეზობლოში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, ყველას ჰქონდეს წარმატება. მათი პოზიციაც ლოგიკურად ასეთი უნდა იყოს. არ შეიძლება, რომ შენ თავი იგრძნო უსაფრთხოდ და დაცულად, თუ შენს გარშემო სერიოზული პრობლემებია და ჩვენ ვნახეთ, რომ სომხეთში მზარდი დინამიკაა და ამას სომხეთის ხელისუფლებაც აღიარებს, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, რომელიც ასევე არის საერთაშორისო პარტნიორების და მათ შორის, ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაციის შეფასება“, - განაცხადა მინისტრმა „ქრონიკაში“.

 

,დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სომხური მხარის განმარტებით, მედიაში მინისტრის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი