logo_geo
ლევან იზორია ელენე ხოშტარიას: შენ ნუ განმისაზღვრავ, როგორ გიპასუხო - ბრიუსელში საკეკლუცოდ ვერ წავიდოდი
- +

24 ნოემბერი. 2016. 14:39



თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ელენე ხოშტარიას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბრიუსელში „საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის" არ წავიდოდა. მისი თქმით,


„მანამდე, ერთი თვით ადრე, შესაძლებლობა გვქონდა ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში, თბილისში შევხვედროდით NATO-ს გენერალურ მდივანს. ბუნებრივია, განხილულ იქნა მინისტერიალის თემებიც. შევთანხმდით, რომ შედგება NATO-საქართველოს კომისიის სხდომა. მანამდე, NATO-ც უკეთესად ჩამოყალიბდება ჩვენი თანამონაწილეობის საკითხზე. ეს საკითხი თებერვალში იქნება განხილული. მე საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის ვერ წავიდოდი. ბრიუსელში ჩემი ჩასვლა, უბრალოდ მოსმენა და ჩამოსვლა, მხოლოდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული", - განაცხადა ლევან იზორიამ.














 

big_banner
არქივი