logo_geo
ზვიად შალამბერიძე: უნდა ვეცადოთ, მალე დადგეს დრო, როდესაც დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად ვიზეიმებთ
- +

26 მაისი. 2020. 02:55

 

 

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

26 მაისს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომლისთვისაც მრავალი ათასი თაობა იბრძოდა, მრავალმა ათასმა ადამიანმა შესწირა სიცოცხლე და გამარჯვებას მაინც მიაღწია, თუმცა ამით არაფერი დასრულებულა, რუსული ოკუპაცია ახლაც ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გვაქვს მოსაპოვებელი. ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ დღის აღნიშვნა გახადა შესაძლებელი და მადლობა ყველას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, საქმიანობდა, მოღვაწეობდა.

 

ეს დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია და თითოეულმა ჩვენი საქმით უნდა ვეცადოთ, რომ ყველა შემდეგ 26 მაისს მეტად გამარჯვებული შევხვდეთ, ვეცადოთ, მალე დადგეს დრო, როცა ამ დღეს ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გამთლიანებულ საქართველოში ვიზეიმებთ.

 

დღეს სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქუთაისის ოპერის თეატრი და ამით კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ასევე დიდი როლი აქვს კულტურას, შემოქმედებას, ზოგადად ხელოვნებას, რაც არაერთმა შემოქმედმა აჩვენა საქმით ბევრჯერ.

 

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, წარმატებები ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და ყველა ერთად ვემსახუროთ მის განვითარებას, წინსვლასა და გაერთიანებას“, – ნათქვამია ზვიად შალამბერიძის მილოცვის ტექსტში, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი