logo_geo
გოგა ხაინდრავა „ნაცმოძრაობაზე“: ქვეყანა ვერ გაჯანმრთელდება, სანამ ეს სარკომა იქნება ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე
- +

27 მაისი. 2020. 02:29

 

 

ეს ქვეყანა ვერ გაჯანმრთელდება, სანამ ეს სარკომა იქნება ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის“ გადაცემაში“ არენა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს პარტია თავიდანვე ქვეყანაში რუსულ ინტერესებს ატარებდა.

 

მე თავიდანვე ვამბობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში ყოველთვის. ეს შედეგებითაც ჩანს, პირდაპირ ჩანს. ცხინვალში გაიხედეთ და აფხაზეთში გაიხედეთ. და ყველა, ვინც წავიდა იმ ხელისუფლებიდან, ყველა ადრე თუ გვიან რუსეთშ მიდიოდა. ბურჯანაძე მოსკოვში, ირაკლი ოქრუაშვილი ჩმიშში, ეფ ეს ბეს ბაზაზე, ნოღაიდელიც მოსკოვში. ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით და როდემდე უნდა ვიყოთ ასე?“ - ამბობს ხაინდრავა.

 

მან იმ ევროპარლამენტარებზე ისაუბრა ,რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკული წერილებით გამოირჩევიან და ისინი პოლიტიკურ კორუფციაში დაადანაშაულა.

 

მე არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც ჯიბე აქვთ გამოწეული. პოლიტიკური კორუფციაა, როდესაც დამნაშავეებს მხოლოდ იმიტომ იცავ, რომ შენი პარტნიორები არიან. ეს პირველ რიგში იმათ უნდა გაუგზავნოთ, თორემ საქართველოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი