logo_geo
გიორგი გახარია: საქართველოში არ ყოფილა არც ერთი ინფიცირებული ადამიანი, რომელმაც არ მიიღო სტაციონარული მკურნალობა
- +

28 მაისი. 2020. 00:42

 

 

 

საქართველოში არ ყოფილა არც ერთი ადამიანი, ვინც იყო ინფიცირებული, დაუდასტურდა, ან არსებობდა ეჭვი, რომელსაც არ მიეღო სტაციონარული მკურნალობა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

 

 

 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს ბევრმა სისტემურმა, საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერმა სახელმწიფომ ვერ შეძლო.

 

 

 

უამრავი მაგალითი იყო ევროპაში, როდესაც ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ დარჩით სახლში და იმკურნალეთ სახლის პირობებში. ამან რა შედეგიც გამოიღო, ყველა კარგად ვხედავდით. აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს შედეგი იყო მიღწეული, რა თქმა უნდა, სწრაფი ნაბიჯებით, მაგრამ პირველ რიგში და უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა  იმას, რომ მთავრობა ყველა გადასადგმელ ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს ერთობლივი მუშაობა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი