logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია ჯარზე, მარგინალიზირებული პოლიტიკური ძალების
- +

3 ივნისი. 2020. 01:15

 

 

 

თავდაცვის მინისტრი მიზანმიმართულ შეტევას უწოდებს კრიტიკას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩოხებისა და საათების შეძენას მოჰყვა.

 

"რას ნიშნავს რატომ ვიყიდეთ ჩოხები, ვიყიდეთ ეროვნული გვარდიისთვის, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადავწყვიტეთ. სასაჩუქრე საათები, არის ნებისმიერ ჯარში მიღებული ფორმა.  ვის შორის ჩამეტარებინა ტენდერი, ციკოლიას და მელიას შორის? რომელი პოლიტიკოსია საათების დიზაინერი. ციკოლიაა ცნობილი თავისი დიზაინით და მას დავუკვეთეთ, საუბარია მხოლოდ 83 ათას დოლარზე. შეკვეთა მოხდა პანდემიამდე...

 

რატომ შეუკვეთეს ჩაქაფული აღდგომა დღეს, რატომ აკეთებენ ბარბექიუ ფართებს, რატომ უკვეთავენ ჩოხებს. არ მაინტერესებს  ვისი კომპანიაა, მაგ კომპანიაში აქვთ დაკვეთილი ყველა ამ პოლიტიკოსებს ჩოხები. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია ჯარზე, მარგინალიზირებული პოლიტიკური ძალების, როგორიცაა ნაცმოძრაობა და "ევროპული საქართველო" და მათთან აფელირებული საერთო მთლიანობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

 

 

 

big_banner
არქივი