logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედრო სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
- +

12 ივნისი. 2020. 16:50

 

 

 

„კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება სახმელეთო, საზღვაო და სახმელეთო სადაზვერვო ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას, რაშიც აქტიურ მხარდაჭერას გვიწევენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით აშშ, დიდი ბრიტანეთი“, - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვის გამოსვლისას გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედრო სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების მიზნით,  აქცენტები  თანამედროვე სადაზვერვო შესაძლებლობების ტექნოლოგიების დანერგვაზე კეთდება.

 

„მიმდინარეობს ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობების ჩართვაზე მუშაობა პარტნიორ ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც კონტრიბუტორი ქვეყნის როლს გლობალური უსაფრთხოების სექტორში და ამასთანავე გააფართოვებს სადაზვერვო ინფორმაციის წვდომის არეალს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებას. საქართველოს სამხედრო სადაზვერვო ქვედანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაზვერვის და  უსაფრთხოების სამსახურებთან. ისევე როგორც NATO-ს წევრი ქვეყნების სახმედრო დაზვერვის უწყებებთან, შავი ზღვა, კავკასიის რეგიონის და აფრიკა-ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში. სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის სფეროში, ასევე, მინდა გამოვყო NATO-საქართველოს ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა NATO-სთან უსაფრთხო ელექტრონული კავშირის შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უწყვეტობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინასთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, თავდაცვის ძალების სამხედრო სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მოზიდვას და მათ გადამზადებას, ასევე ოპერატიული და ანალიტიკური რესურსების განვითარებას.

 

„გაუმჯობესდა სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფებში პერსონალის მოზიდვის წესი და დაიხვეწა მათი კარიერული ზრდის სისტემა, რაშიც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

 

 

big_banner
არქივი