logo_geo
რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“
- +

22 ივნისი. 2020. 11:01

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით დღეს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღებაა დაგეგმილი.

 

 უწყების ცნობით, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ასევე  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის განგრძობით პროცესზე.

 

საბჭოს მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეს რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება და  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას ავალებს.

 

 

big_banner
არქივი