logo_geo
ანა დოლიძე: „ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე ორი წლის განმავლობაში მქონდა.“
- +

22 ივნისი. 2020. 12:39

 

 

იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, საბჭო დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

დოლიძემ   განმარტა,რომ  იუსტიციის საბჭო ვეღარ იქნება ასპარეზი მისი ბრძოლისთვის, რადგან მის წინააღმდეგ „ორკესტრირებული ბინძური პიარკამპანია“ დაიწყო.

„მე დავაარსე მოძრაობა ხალხისთვის, რომელის უპირველესი ამოცანაა, საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლემები, რამდენიმე დღის წინ მე ხელი მოვაწერე მემორანდუმს ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ, რომლის მზიანია ჩამოართვას საჯარო დღის წესრიგზე მონოპოლია ორ უმთავრეს ძალას. ამ პლატფორმის ხელმოწერის პროცესებთან დაკავშირებით, ჩემს მიმართ გამძაფრდა ორკესტირებული ბინძური PR კამპანია. ამოქმედდა სქემა 108. 108 საპარლამენტო ხმა და ბინძური პიარ კამპანიების მიზანია პირველი ყველა შესაძლებლობით არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით ამ ბინძურ პიარკაპმანიას არ წარმოუდგენია არც ერთი სამართლებრივი დოკუმენტი საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად.

„ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე ორი წლის განმავლობაში მქონდა. ამ ბინძური კამპანიის მიზანია შექმნას სეირი იუსტიციის საბჭოში, რომელსაც პოპკორნით სიამოვნებით უყურებს კლანი და უყურებს ქართული ოცნება. მე დღეს გავაგზანი განცხადებას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან და გავუადვილებ მას იმ გადაწყვეტილების მიღებას რომელიც მან თვითონ ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს“- დასძინა დოლიძემ .

 

 

big_banner
არქივი