logo_geo
პესკოვი პუტინის განცხადებას განმარტავს
- +

22 ივნისი. 2020. 13:05

 

 

დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია.

 

გუშინ, რუსულ მედიასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ბევრმა რესპუბლიკამ უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები და ტრადიციული რუსული ისტორიული ტერიტორიები მიიღო, სწორედ ამის შემდეგ გააკეთა პესკოვმა ეს განცხადება .მისივე თქმით, საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ ბევრმა სახელმწიფომ თან გაიყოლა რუსი ხალხის საჩუქრები.

 

ამასთან, პუტინს არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოს ან მიწას გულისხმობს. მან თქვა, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლის პროცედურა გაწერილი არ ყოფილა.

 

big_banner
არქივი