logo_geo
ევროპის საბჭოს გენმდივანი: საქართველოს თავმჯდომარეობა პანდემიას დაემთხვა, ქვეყანამ სიტუაციასთან ადაპტირება და კრეატიული გზების გამოძებნა მოახერხა
- +

30 ივნისი. 2020. 02:56

 

 

საქართველოს თავმჯდომარეობა უპრეცედენტო გამოწვევას, „კოვიდ–19“ პანდემიას დაემთხვა, თუმცა საქართველომ მოახერხა სიტუაციასთან ადაპტირება, გამოძებნა კრეატიული და ეფექტური გზები პრიორიტეტების წარმატებით განსახორციელებლად.

 

ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის წერილში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გამოუგზავნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

დიდად ვაფასებ იმ მეთოდებს, რისი საშუალებითაც საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა სიტუაციასთან ადაპტირება, გამოძებნა კრეატიული და ეფექტური გზები პრიორიტეტების წარმატებით განსახორციელებლად.

 

თქვენი პრიორიტეტები, რომელიც ევროპის საბჭოს მანდატთან სრულ შესაბამისობაში იყო, ამავდროულად გაბედული და ამბიციური გახლდათ. ამან ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის სფეროში სიახლე დაამკვიდრა“, - ნათქვამია გენერალური მდივნის წერილში.

 

გენერალური მდივანი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მიერ შერჩეული პრიორიტეტები სოლიდური და ამბიციური იყო და ამასთანავე, საქართველომ, თავმჯდომარეობისას ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის სფეროში სიახლე დაამკვიდრა.

 

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მადლიერებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესისთვის.

 

 

big_banner
არქივი