logo_geo
ნათია თურნავა: მცდარია შეხედულება, რომ საზღვრების მასიური გახსნა ტურიზმის პრობლემას მოაგვარებს
- +

17 ივლისი. 2020. 03:02

 

 

მცდარია შეხედულება, რომ საზღვრების მასიური გახსნა ტურიზმის პრობლემას მოაგვარებს, ეს არის ილუზია და გარეგნულ ეფექტზე გათვლილი ნაბიჯი - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ბევრს შესაძლოა ჰქონდეს განცდა, რომ ფრენების აღდგენისთანავე ჩამოვლენ ტურისტები.

 

ზოგი შეგნებულად ავრცელებს ამ დეზინფორმაციას. მე ასე ვამბობ, რომ ამ ორი-სამი კვირის მასობრივი გახსნის ფასი შეიძლება ეპიდემიოლოგიური ვითარების ისეთი გაუარესება იყოს, როგორიც მოხდა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ასევე ჩვენ რეგიონში, მაგალითად ყაზახეთში, რომელიც იძულებული გახდა ისევ სრული ჩაკეტვისკენ წასულიყო. ამას ჩვენ ვერ გადავიტანთ. ვერც ჩვენი ტურისტული ინდუსტრია და ვერც ერთი სხვა ინდუსტრია. აქედან გამომდინარე, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ხედავენ ამას და მიესალმებიან ჩვენ სიფრთხილეს, რადგან ძალიან დიდი ნეგატიური შედეგი მოჰყვება იმას, რომ რომელიმე კურორტზე უცებ აფეთქდეს ეპიდსიტუაცია, ეს მომაკვდინებელი იქნება ტურიზმისთვის და თვითონაც ჩართულია არიან სიფრთხილის კამპანიაში. ჩვენ ცოტას არ ვაკეთებთ ამ მიმართულებით და ისიც მცდარი წარმოდგენაა, რომ დახურულია საზღვრები. ივნის-ივლისში საშუალოდ 25 ფრენა ხორციელდება, ხოლო აგვისტოდან რეგულარულ ფრენებს აღვადგენთ რამდენიმე მიმართულებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

​მისი თქმით, საქართველომ საზღვარი გაუხსნა ბიზნესვიზიტორებს.

 

გავხსენით საზღვრები ბიზნესვიზიტორებისთვის. სპეციალური პლატფორმა შეიქმნა, მთელი მსოფლიოდან ბიზნესვიზიტორი ჩამოვა, რა თქმა უნდა, წესების დაცვით, PCR ტესტებს ჩაიტარებს, ან კარანტინში ჩაჯდება, როგორც ამას თავად გადაწყვეტს. ვხსნით იმ ხუთი ქვეყნისთვის საზღვარს, რომლებმაც უპირობოდ გაგვიხსნეს საზღვარს, თუმცა აქაც უნდა დავაკვირდეთ როგორ იქნება ვითარება. ახალი პროგრამა დავაანონსეთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, ვეპატიჟებით მათ საქართველოში, მობრძანდნენ და ჩვენი ქვეყნიდან იმუშაონ. ასევე ქართველების რეპატრიაცია ხორციელდება გეგმაზომიერად და ბოლო დროს 5 რეისი გვქონდა სუბსიდირებაზე დანიშნული. ხორციელდება სოციალური რეისები, კომერციული ჩარტერები, რეგულარული ფრენები აღდგება, გვაქვს სახმელეთო ვიზიტები ბიზნესვიზიტორებისთვის და ეს არ არის მცირე რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოში შემოდიან“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი